კვადროციკლებით გასეირნება

გაეშურეთ თვალწარმტაც და მიუდგომელ ადგილებში, რათა დატკბეთ საქართველოს ულამაზესი ადგილების ცქერით და დარჩეთ მარტო ბუნებასთან. კვადროციკლებით გასეირნება საქართველოში გულისხმობს მოგზაურობას ისეთ საინტერესო ადგილებში, სადაც ფეხით მისვლა შეუძლებელია. პროგრამები შედგენილია იმგვარად, რომ შესაფერისია როგორც მათთვის, ვისაც არ უყვარს ტალახი და სურს მშვიდი გასეირნებით დატკბეს, ისე მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს სიჩქარე და ექსტრემალური მოგზაურობა. შეკრიბეთ მსგავსი ინტერესების მქონე კომპანია და გაემგზავრეთ საქართველოს ბუნების არაჩვეულებრივი ადგილების შესასწავლად.

პროგრამები იმგვარად არის შედგენილი, რომ შესანიშნავია როგორც მათთვის, ვინც პირველად ჯდება საჭესთან, ისე მათთვის, ვინც გამოცდილი მომხმარებელია.

გთავაზობთ გააფორმოთ ტური და მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო მოგზაურობაში. გაემგზავრეთ ახალი ემოციების განსაცდელად წყნარ ხელუხლებელ ადგილებში და დატკბით ბუნების სილამაზით. არ გამოტოვოთ თქვენი შანსი!

დამატებითი ინფორმაცია: აუცილებელია სპორტული ტანსაცმელი და კომფორტული ფეხსაცმელი.

მარშრუტის სიგრძე: 7-8 კილომეტრი

კვადროციკლების სიმძლავრე: 150 და 500 კუბი

მარშრუტის პროგრამა: ტყე, მთები, პატარა ჩანჩქერები და მახუნცეთის თვალწარმტაცი ადგილები

გალერეა