გიჟური რიტმი და დაუვიწყარი შეგრძნებები

შეიგრძენით მძვინვარე წყლის სტიქიის ძალა. გამოსცადეთ თქვენი გამძლეობა და განიცადეთ ახალი, ამაღელვებელი შეგრძნებები საქართველოში ჯომარდობაში (რაფტინგში) მონაწილეობით. თქვენ გაეცნობით გასაოცარი სილამაზის პეიზაჟებსა და ბობოქარი წყლის ნაკადებს. დიდი რაოდენობით ადრენალინის გამოყოფა, ძლიერი შთაბეჭდილებები და ექსტრიმი, რომელსაც ეოფორიის ტბილი გემო დაჰკრავს, გაალამაზებს თქვენს ყოფნას საქართველოში. ამჟამად ჯომარდობა ხელმისაწვდომია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის რეგიონებში და ტურებს სირთულის სასურველი დონიდან გამომდინარე გთავაზობთ. მიიღეთ სიამოვნება პირველი და მეორე დონის ჩქერებზე გასეირნებით ან უფრო რთული დონე შეარჩიეთ და წყლის მძლავრ ნაკადთან ნამდვილ ბრძოლაში ჩაებით.

გეპატიჟებით რაფტით სეირნობაზე, რათა წარმოუდგენელი, ძლიერი ემოციები განიცადოთ. გისურვებთ წარმატებებს წყალზე!

დამატებითი ინფორმაცია: აუცილებელია სპორტული ტანსაცმელი და კომფორტული ფეხსაცმელი.

მარშრუტის სიგრძე: 4 და 6 კმ

ხანგრძლივობა: 30 და 45 წუთი

ნავების მაქსიმალური რაოდენობა: 30 ნავი

მონაწილეთა რაოდენობა: 2-დან 8-მდე ერთ ნავში

ჯომარდობის ადგილი: მდინარე აჭარისწყალი, მახუნცეთი